03:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერს უმასპინძლა.

ესტონეთში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება
ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე  მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში  ჯანმრთელობისთვის  რისკის შემცველ  სამუშაო პირობებში  საქმიანობის წესი დაამტკიცა.

დოლიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასეთი ფართომასშტაბიანი პროცესის გამართვა არასდროს იყო შესაძლებელი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აქამდე საქართველოში არ ყოფილა შესაძლებლობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასეთი ინკლუზიური და ფართომასშტაბიანი პროცესი გამართულიყო.

ვიქტორ დოლიძე: თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურადაა შეფასებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ  „კრემლი აქცენტს აკეთებს რბილი ძალის გაძლიერებაზე, რათა მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტრაცია,  ასევე, ოკუპირებულ ტერირორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე“.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრები ხვალ გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრებს 25 აპრილს სტრასბურგში გამართავენ.

ესტონეთის საგარეო მინისტრი: თანამშრომლობის თვალსაზრისით, ესტონეთისთვის საქართველო პრიორიტეტულია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სვენ მიკსერის  განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჯანელიძე: ესტონეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამორჩეული მხარდამჭერია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ესტონელ კოლეგას სვენ მიკსერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

მიმდინარე  წლის 24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი.

ვინ არის მარინ ლე პენი? Qui est madame Le Pen?

პროფესიით იურისტი, ადვოკატი მარი ლე პენი საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერია. ადვოკატის პრაქტიკის დროს, იგი იცავდა არალეგალი მიგრანტების უფლებებს დღეს კი მარი საფრანგეთის მთავარი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის ჩაკეტვით იმუქრება.

24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
სამოქალაქო სექტორი სოციალურ კამპანიას „კონსტიტუცია უთანასწორობისთვის - არა Liberty Act-ს“ იწყებს
ანა ნაცვლიშვილი: გავიდა ის ვერსია, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო შემოთავაზებული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების ალტერნატიულ ვარიანტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხარი არ დაუჭირა. 

43 მომხრე 8 წინააღმდეგი - კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი მიღებულია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე: საქართველოში ინვესტიციებისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის; ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics