|
2017-04-23 12:41:06, 4696 ნახვა
პოლიტიკა
ვინ არის მარინ ლე პენი? Qui est madame Le Pen?
პროფესიით იურისტი, ადვოკატი მარი ლე პენი საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერია. ადვოკატის პრაქტიკის დროს, იგი იცავდა არალეგალი მიგრანტების უფლებებს დღეს კი ლე პენი საფრანგეთის მთავარი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის ჩაკეტვით იმუქრება. პოლიტიკაში მემკვიდრეობით მოვიდა, პარტიაში მამა ჟან მარი ლე პენი შეცვალა. ჟან მარის პოლიტიკა და, მისი ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო, "ნაციონალური ფრონტი" აკრძალული იყო. და მაინც, როცა პარტია დაუშვეს, მარიეს ფრანგი ნაციონალისტები აღიქვამდნენ, როგორც რეფორმატორ პოლიტიკოს, თუმცა 2010 წელს ლიონში მიმდინარე მხარდამჭერებთან შეხვედრისას, მარიემ განაცხადა, რომ იგი ფაშისტური გერმანიის ოკუპაციას ადარებდა დღეს, როცა მუსლიმებმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინეს. მოგვიანებით, მარიემ ორგანიზაციას "მოძრაობა რაიზმის წინააღმდეგ" უჩივლა ფრანგი ხალხის უფლებების შელახვისთვის, თუმცა პროცესი წააგო. ფრანგ ხალხს განსაკუთრებული ულტრანაციონალისტური დამოკიდებულებებით დაამახსოვრა თავი, მარი ლე პენის მამამ. ჟან-მარი ლე პენი 30 000 ევროთი დააჯარიმეს. ამის მიზეზი გახდა მისი განცხადება, რომ ნაცისტების გაზის კამერები მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დეტალი იყო. ხოლო კითხვაზე - „მილიონობით დაღუპულს“ შეიძლება თუ არა ეწოდოს „დეტალი“, მან აღნიშნა: „ეს არ არის მილიონობით დაღუპული. ეს არის გაზის კამერები. მე ვსაუბრობ კონკრეტულ რაღაცაზე. მე არ ვსაუბრობ დაღუპულთა რაოდენობაზე. მე ვისაუბრე სისტემაზე, იმაზე, რომ ეს იყო ომის ისტორიის დეტალი“. მარი ლე პანეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმიც, ლე პენი აღიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ის დებს პირობას, რომ აუცილებლად ჩაატარებს რეფერენდუმს საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. გარდა ამისა ლე პენი რუსეთთან ურთიერთობას კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აპირებს და სანქციების გაუქმების მომხრეა. ფრანგული საინფორმაციო პორტალის „მედიაპარტის“ ინფორმაციით, სექტემბერში ლეპენმა ჩეხურ-რუსული ბანკისგან 9 მილიონი ევრო მიიღო. პორტალის მონაცემებით თანხის ნაწილი 2 მილიონი ევრო პარტიის ანგარიშზე იყო გადარიცხული. ინფრომაცია „მედიაპარტს“ პარტიის პოლიტიკური ბიუროდან მიაწოდეს. გარიგების შუამავალი იყო ევროპარლამენტის წევრი ლე პენის პარტიიდან ჟან ლუკ შაფჰაუზერი. „მედიაპორტი“ აღნიშნავს, რომ ეს თანხა ლე პენის პარტიამ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე მიიღო. „მედიაპორტის“ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ჟურნალ „ნუველ ობსერვატერთან“ ინტერვიუში ლე პენმა განაცხადა, რომ მისი პარტია იძულებული იყო ფრანგული ბანკების უარის შემდეგ კრედიტის მისაღებად ამერიკული, ესპანური და რუსული ბანკებისთვის მიემართა. პარტია 1972 წელს ჟან მარი ლე პენმა, ამჟამინდელი ლიდერის მამამ ჩამოაყალიბა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პარტია მარგინალიზებული იყო საზოგადოებისგან. ამჟამად "ეროვნული ფრონტი" მხარს უჭერს ეკონომიკურ პროტექციონიზმს, დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას და ანტიიმიგრაციას. პარტია იმიგრაციას ქვეყნის ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, განსაკუთრებით კი მუსლიმანების იმიგრაციას აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)