06:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯანელიძე: რუსეთი დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების შეფასება ჯენევის კომისიასთან დაკავშირბით, ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. 

ჯანელიძე: ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი, საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

რუსეთის საგარეო უწყება: მოგვიწევს, სერიოზულად დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღეში კონგრესს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მოახსენოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონში - 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნების აქტში საქართველოს ცალკე თავი დაეთმო. 

„ტრამპმა აქტს ხელი მოაწერა - პირველად მოხდა აშშ-ის კანონით აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება“

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების  რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

იოჰანეს ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები პირველად საქართველოში განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისარ ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები, თავისი შინაარსით ნოვატორული, საპილოტეა და პირველად საქართველოში განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით,   8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

 

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება.

გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
 

კობახიძე: წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტი იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების

„წინა ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისში იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კობახიძე: საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის თავის თავზე მორგება ხდება, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა

„დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობას ვცვლით დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით, ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო  განხილვისას განაცხადა.

 

იოჰანეს ჰანმა ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე: ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.

 

ვიქტორ დოლიძე ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ვიქტორ დოლიძემ ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

 

იოჰანეს ჰანი: საქართველოში ევროპული სკოლა იქნება გზა ევროპული უნივერსიტეტებისაკენ

2018 წელს საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ისაუბრეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics