23:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 09:52:09, 2299 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: მოგვიწევს, სერიოზულად დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების გამო, არსებულ ფორმატში ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე სერიოზული დაფიქრება მოუწევთ. 

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „დოკუმენტი აბსურდულია“. 

„დოკუმენტში დეკლარირებულია საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არარსებული კუთვნილება, არის მცდელობები, რომ ამ მის შემადგენლობაში არასდროს შემავალი რესპუბლიკების საქართველოსთან კონფლიქტური ურთიერთობაზე, იქ არსებულ შიდა ვითარებაზე რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა. 

დასავლელი მფარველების მხარდაჭერით, თბილისი აგრძელებს, საერთაშორისო ასპარეზზე დანერგოს პოლიტიკურ-პროპაგანდისტული რეალობა, რისი ძირითადი მიზანიც არის, „დაკანონდეს“ საქართველოს სურვილის არარსებობა, დაალაგოს ურთიერთობები მეზობელთან.

გასაკვირია თუ არა, რომ საქართველოს დელეგაცია ჟენევის დისკუსიის ფარგლებში სისტემატურად უარს ამბობს კონსტრუქციულ მუშაობაზე? ასეთ სიტუაციაში, მოგვიწევს, სერიოზულად დავფიქრდეთ არსებულ ფორმატში ჟენევის შეხვედრების გაგრძელების თაობაზე“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში. 

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებები, სადაც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics