15:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯანი ბუკიკიო მმართველ პარტიას და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მმართველ პარტიას და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს.

 

ყოლბაია: მაიკ პენსის გზავნილი კრემლის მისამართით შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც რუსეთის ზეწოლას განიცდის

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს აფასებს.

 

დავით ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა
მიხეილ სააკაშვილი: აშშ-ში ლეგალური, სამუშაო ვიზა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ლეგალური სამუშაო ვიზა აქვს.

 

ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტზე: ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს ოკუპაციის გაგრძელებად და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსს ინიციატივით მიმართა

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც  აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

 

გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა სამხედროებთან შეხვედრამდე შერეულ საავიაციო ბაზაზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, შერეულ საავიაციო ბაზაზე შეხვედრა გამართეს.

 

მაიკ პენსი: აშშ და ჩვენი მოკავშირეები საქართველოს უსაფრთხოებაზე დიდ აქცენტს აკეთებენ

„გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მაიკ პენსმა საქართველო დატოვა
პენსი ჯარისკაცებს: აქ ვიმყოფები, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს უწევთ

„პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები თქვენთან იმისთვის, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ“, - ასე მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებს.

 

მარგველაშვილი: ძლიერი მართვის პოლიტიკით და ერთიანი გზავნილით უნდა მივაღწიოთ მშვიდობის პერიოდს
მარგველაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რუსეთი შეეჩერებინა
პესკოვი პენსის ვიზიტზე: ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, პრობლემა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ძალების გაფართოებაა

„აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, პრობლემაა რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების გაფართოება“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის  ესტონეთსა და საქართველოში ვიზიტს.

 

ბაქრაძე სააკაშვილის გადმოცემაზე: ეს სამართლებრივი განზომილებაა და იქნება შესაბამისი მოქმედებები

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე თავს იკავებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადების შეფასებისგან, რომლის თანახმადაც, თუკი სააკაშვილი ბინას  დაიდებს ამერიკაში, ქართულ მხარეს მოუწევს გარკვეული შეთანხმების მიღწევა ამერიკასთან, რათა მოხდეს საქართველოსთვის მისი გადმოცემა.

 

პრემიერი: საქართველო ყოველდღიურად აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზთან

„საქართველო ყოველდღიურ აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერი: ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნესინტერესებს საუკეთესო პლატფორმა შევუქმნათ რეგიონში

„ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნესინტერესებს  შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია  ამერიკული კომპანიების დაინტერესება ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“,-ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics