05:21 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 10:09:31, 2474 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტზე: ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს ოკუპაციის გაგრძელებად და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

”გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ალბათ ეს ვიზიტიც სწორედ ამ რანგში შეიძლება განვიხილოთ. ეს ჯდება ერთიან სურათში - ეს არის განგრძობადი ოკუპაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics