|
2026-08-13 10:20:36, 255 ნახვა
სხვადასხვა
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
მოსკოვის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს, კონორ კენედის დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. კენედიზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებს, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ კორესპონდენტის მიერ მოსკოვის საქალაქო სასამართლოდან 12 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, კონორ კენედის „დაუსწრებლად დაპატიმრების" შესახებ ბასმანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კონორ კენედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დაქირავებულის სტატუსით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მუხლით, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2022 წელს კენედი ფარულად შეუერთდა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს. მან დაახლოებით ოთხი თვე გაატარა ფრონტის ხაზზე, როგორც ტყვიამფრქვეველმა, განსაკუთრებული მოპყრობის თავიდან ასაცილებლად თანამებრძოლებისგან თავისი ნამდვილი ვინაობის დამალვით. კონორ კენედი ამერიკელი იურისტი და ცნობილი კენედების პოლიტიკური დინასტიის წევრია. იგი დაიბადა 1994 წლის 24 ივლისს, რობერტ კენედი უმცროსის ოჯახში, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსი და ამჟამად აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრია. კონორი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის ძმის შვილიშვილია. მისი ბაბუა იყო იუსტიციის მინისტრი და აშშ-ს გენერალური პროკურორი ბობ კენედი, რომელიც არჩევნების წინ მოკლეს. 2012 წლის ზაფხულში 18 წლის კონორი ცნობილ პოპ მომღერალს ტეილორ სვიფტს ხვდებოდა. ითვლება, რომ მან მას სიმღერა „Begin Again“ მიუძღვნა. 2026 წელს კონორ კენედი ოფიციალურად დაქორწინდა ცნობილ ბრაზილიელ პოპ მომღერალ ჯულია ბეზე. წყვილმა მცირე სამოქალაქო ცერემონია ლოს-ანჯელესში გამართა, უფრო მასშტაბური ზეიმი კი წელს ბრაზილიაში იგეგმება.
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)