|
2026-04-22 15:04:28, 290 ნახვა
პოლიტიკა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
იტალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს შეურაცხყოფა მიაყენა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა 21 აპრილს ვლადიმერ სოლოვიოვის შეურაცხმყოფელ განცხადებას "მიუღებელი" უწოდა. კერძოდ, იტალიური მედიის თანახმად, რუსმა პროპაგანდისტმა ჯორჯია მელონს იტალიურ ენაზე "კაცობრიობის სირცხვილი", "ველური მხეცი", "იდიოტი" და "საზიზღარი პატარა ქალი" უწოდა, შემდეგ კი, რუსულად თქვა, რომ "ჯორჯია მელონი ფაშისტი არსებაა, რომელმაც უღალატა თავის ამომრჩევლებს", შემდეგ კი დასძინა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა "დონალდ ტრამპსაც უღალატა". ამის შემდეგ, ანტონიო ტაიანმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთის ელჩი ალექსეი პარამანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, "რათა ოფიციალურად გადასცეს საპროტესტო ნოტა წამყვანის მიერ გაკეთებული უკიდურესად სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო". ვლადიმერ სოლოვიოვის შეურაცხმყოფელი განცხადებები იტალიურმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაგმეს. მოგვიანებით, რუსი პროპაგანდისტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს თავად ჯორჯია მელონიც გამოეხმაურა და მან X-ზე დაწერა, რომ "ეს კარიკატურები ნამდვილად ვერ შეაცვლევინებენ კურსს" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სხვებისგან განსხვავებით, [იტალიელები] არ არიან მარიონეტები, არ ყავთ ბატონები და არ იღებენ ბრძანებებს".
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)