17:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 16:24:30, 258 ნახვა

მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქს, ყოფილ ჩრდილოვან მმართველ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კიშინაუს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ქვეყნის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის მოპარვაში. მის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზეა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლიგარქს 5 წლის განმავლობაში ეკრძალება გარკვეული სახელმწიფო თანამდებობის დაკავება და ასევე, მას სახელმწიფოსთვის დაახლოებით 60 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული TASS ოლიგარქის დაცვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ. 

პროკურორი ვლადიმერ პლაჰოტნიუკისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა - 15 წელს თაღლითობის ეპიზოდისთვის, ხოლო 10 წელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის. თუმცა, სასამართლომ მას 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ოლიგარქის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდა. ვლადიმერ პლაჰოტნიუკის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ სასამართლო პროცესი ზედმეტად დაჩქარებული იყო და საქმის მასალების გამოთვლებში მილიონობით ევროს შეცდომა იყო. 

ბოლო სასამართლო სხდომაზე, სადაც პრორუსმა ოლიგარქმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა, ვლადიმერ პლაჰოტნიუკმა თქვა: "მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ მილიარდის ქურდობაში მონაწილეობა არ მიმიღია".

***

ვლადიმერ პლაჰოტნიუკი მოლდოვის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელია. ის 2016-2019 წლებში იყო "მოლდოვის დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე.

იქამდე, სანამ მოლდოვის ხელისუფლებას პროდასავლური გუნდი დაიკავებდა, ის აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ვლადიმერ პლაჰოტნიუკმა ქვეყანა დატოვა. 

უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიხედვით, მოლდოვის ყველაზე მდიდარი ადამიანი - ვლადიმერ პლაჰოტნიუკი მოლდოვის მთავრობაზე კონტროლისა და მანიპულირების გზით ჩართული იყო სახელმწიფოს მიტაცებაში, მათ შორის მისი გავლენები ვრცელდებოდა როგორც ძალოვან სტრუქტურებზე, ასევე საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემაზე.

მოლდოვაში ვლადიმერ პლაჰოტნიუკს დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა-მართვაში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. მოლდოვაში მის წინააღმდეგ დიდი ოდენობით ფულის მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო, საუბარია, 1 მილიარდ დოლარზე, რომელიც 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან გაქრა.

ვლადიმერ პლაჰოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული და თებერვალში მას ინტერპოლი უკვე წითელი ცირკულარით ეძებდა.

ვლადიმერ პლაჰოტნიუკი სანქცირებულია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics