2016-02-10 16:14:44, 600 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით დღეს 37 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით დღეს 37 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, დაავადება 18 იანვარს დაიწყო, ხოლო პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 28 იანვარს მიმართა.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის სულ 72 ნიმუში აიღეს, მათ შორის, 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. 6 პაციენტი გარდაიცვალა, 40 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან