|
2022-12-08 10:15:52, 2149 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი ბირთვულ საფრთხეზე - საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინთან წითელი ხაზი გაავლო და რისკიც შემცირდა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინთან „წითელი ხაზი გაავლო“. „ამ დროისთვის ერთი რამ შეიცვალა: რუსეთმა შეწყვიტა მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წითელი ხაზის მონიშვნის საპასუხოდ “, - თქვა კანცლერმა ინტერვიუში. იგი მიიჩნევს, რომ ამაში წვლილი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ჩინეთის, ჩართულობამ განაპირობა. ”ამჟამად ჩვენ შევაჩერეთ ეს”, - განაცხადა გერმანიის მეთაურმა. შოლცი თვლის, რომ მისი ბოლო ვიზიტი ჩინეთში რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის საფრთხის აშკარა შემცირების მიზეზი გახდა. "პეკინში ჩემი ვიზიტის დროს, ჩინეთის პრეზიდენტთან ერთად ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა გამოეყენებინათ. ცოტა ხნის შემდეგ G20-ის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს პოზიცია", - თქვა შოლცმა. კითხვაზე იზიარებდა თუ არა ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთს „გარანტიები“ უნდა მიეცეს, შოლცმა აღიარა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგება. "პრიორიტეტია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები. მართალია, მაშინ საკითხია, როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ევროპის უსაფრთხოება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ რუსეთთან ერთად განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი ევროპაში. ჩვენ ეს შემოგვთავაზეს ომამდე და ეს პოზიცია არ შეცვლილა", - დასძინა მან.
კობახიძე - ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს Deep State ამ რუსოფობიურ კამპანიას
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)