17:36 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 16:32:13, 240 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს Deep State ამ რუსოფობიურ კამპანიას

ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი"  ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას , - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.

„დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსოფობიური კამპანია, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის "Deep State"-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და პარტიული ტელევიზიების სახით, მათ შორის, იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფენ მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს "Deep State" ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

საკრუიზო გემს რომ დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რომ ამას აჟიტირებულად აშუქებდით, ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს იყო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული.

უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მერე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს. ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება.  მაგალითად პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას აშუქებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ. ანუ თქვენ ხართ ჩართული, საზოგადოება არაფერ შუაშია. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული საზოგადოების კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა, მაგრამ ეს არის უცხო მოვლენა თქვენთვის. ვგულისხმობ უცხოურ აგენტურას. რაშიც იგულისხმება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე პარტაქტივისტები, რომლებიც ბანერებით დადიან და აწუხებენ რუს ტურისტებს პლაჟზე და ამაში ხართ თქვენ ჩართული, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ ეს არის კოორდინირებული კამპანია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარედან იმართება,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics