11:40 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 14:16:02, 904 ნახვა

სტოლტენბერგი - პუტინი ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს, მაგრამ უკრაინის დაჩოქება არ გამოუვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ზამთარს უკრაინის დასამარცხებლად ვერ გამოიყენებს. 

სტოლტენბერგის თქმით, ნატო ნათლად ხედავს, რომ კრემლი ომში დამარცხებაზე დიდი სისასტიკით რეაგირებს, თუმცა, ზამთარი პუტინის ჯარს არ დაეხმარება.

"ზამთრის დადგომისთანავე მოსკოვმა დაიწყო უკრაინის ენერგომომარაგების დაბომბვა, რათა ქვეყანა დააჩოქოს. პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი იარაღად. მაგრამ მას არ გამოუვა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ძალიან აფასებს გერმანიის მიერ უკრაინაში იარაღის მიწოდებას. კერძოდ, ალიანსი დარწმუნებულია, რომ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები დაეხმარება სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების დაცვას რუსული რაკეტებისგან. ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics