|
2022-09-19 12:02:37, 2338 ნახვა
ომი უკრაინაში
Energoatom - ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაბომბეს
რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას,- ამის შესახებ უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „Energoatom“-მა განაცხადა. როგორც Energoatom-ში აღნიშნავენ, დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა დაგამორთო სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. „დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“,- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სადგურის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. კომპანიის განცხადებით, რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ისინი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)