|
2026-08-18 12:39:56, 238 ნახვა
საზოგადოება
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს ბანკის ახალი ინციატივა საინტერესო სივრცეებს აერთიანებს - მთავარი მიზანი კი მცირე ბიზნესების წახალისება და დაახლოებაა. პროექტის პრინციპი მარტივია: გაუყევით ჯაჭვს და წაიყოლეთ ფასდაკლება - სტუმრობთ ერთ ობიექტს, სადაც პოსტერი დაგხვდებათ ფასდაკლების ვაუჩერებით, ჩამოხევთ ვაუჩერს და მიემართებით ახალი სივრცის აღმოსაჩენად, სადაც კიდევ სხვა ობიექტის ფასდაკლება გელოდებათ. Ganjina-დან ჯაჭვი JPG Tbilisi-ში წაგიყვანთJPG Tbilisi შემოქმედებითი სივრცე და პრინტ შოპია, რომელიც ახალ ენერგიასა და საინტერესო ადამიანებს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ აქ გამორჩეული და ინდივიდუალური პრინტები დაგხვდებათ, შეგიძლიათ საკუთარი დიზაინი მაღალ ხარისხში დაბეჭდოთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. JPG Tbilisi-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, რომ მსგავსი ინიციატივები დამწყები ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად ღირებულია: „ერთმანეთთან დამეგობრება მხოლოდ ცნობადობის გაზრდას კი არა, ახალი კონტაქტებისა და გამოცდილებების გაზიარებას ნიშნავს. დამოუკიდებლად ფართო აუდიტორიაზე გასვლა რთულია, საქართველოს ბანკისნაირი პარტნიორი გვეხმარება, ეს პროცესი ბევრად მარტივი და სწრაფი გახდეს“. JPG Tbilisi-ის ფასდაკლების კუპონი Dodonut-მდე მიგიყვანთთუ ტკბილეული გიყვართ, აუცილებლად გეცოდინებათ Dodonut - ქართული ტკბილეულის საცხობი და კაფე, რომლმაც გამორჩეული გემოებით მომხარებელს მალევე შეაყვარა თავი. დოდონატის ფერად ვიტრინაში მუდმივად დაგხვდებათ 12 სხვადასხვა სახეობის ფუმფულა დონატი, ორცხობილა და არომატული ყავა. გემოების ასეთმა მრავალფეროვნებამ, ხარისხმა და დიდმა შრომამ შედეგიც გამოიღო და ბრენდმა ბათუმში გაფართოებაც შეძლო. დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, გვიყვება, რომ მათთვის პროექტში მონაწილეობა ერთგვარი აუცილებლობაც კი იყო: „ვფიქრობთ, სხვა ბიზნესებთან დამეგობრება და პარტნიორობა ყველასთვის სასარგებლოა. ეს კავშირები გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ ხილვადობა, ვიპოვოთ ახალი, სანტერესო კონტაქტები. მცირე ბიზნესების წარმატების საიდუმლო სწორედ ამ ურთიერთმხარდაჭერაშია. საქართველოს ბანკის წამახლისებელ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობთ და ყოველ ჯერზე კარგი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ არც ახლა გვიფიქრია ბევრი“. ჩაერთეთ ჯაჭვშიპროექტის მარშრუტი ასე გამოიყურება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG Tbilisi > Dodonut თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუდგეთ გვერდში, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი. პროცესი ძალიან მარტივია:
ეს კამპანია ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პარალელურად, ერთმანეთის მხარდაჭერით განვითარება უფრო მარტივია. ადგილობრივი ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში სრულიად ახალ და საინტერესო მარშრუტს ქმნის, სადაც ყოველი გაჩერება ახალი აღმოჩენაა. ჯაჭვში ჩართული ობიექტების სრულად სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)