|
2026-08-18 13:14:56, 220 ნახვა
საზოგადოება
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა. პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა. „ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება. ბუნებრივია, აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობიარობა ასეთ საკითხებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო მთავრობასთან ბიზნესის მხრიდან. როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით. ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ ვიცი იქ კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი, ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება. პარტნიორებთან ჰქონდათ საუბარი, შეიძლება იქიდანაც ბიზნესმენები იყვნენ, ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, იქიდანაც იყო ბიზნესი, რომელსაც ჰქონდა საწვავის დეფიციტი, შეიძლება მათ მიმართეს, შეიძლება სხვამ მიმართა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ იყო დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა ბიზნესის მიმართ, შემდეგ ბიზნესმა შეგვითანხმა ეს საკითხი და ასე დალაგდა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, ჩართული იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებში, რომ საწვავი ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეტარებინათ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა საკითხი ბიზნესის მოლაპარაკების საგანი იყო. მან ამასთან უპასუხა კითხვებს საწვავით რუსეთის მომარაგებასთან დაკავშირებით. „ეს ბიზნესის მოლაპარაკების საგანი იყო მათ მოილაპარაკეს ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის ფულის შოვნა არ იყო მთავარი მიზანი, შეიძლება ბიზნესის მიზანი იყო ფულის შოვნა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ხედვა, ნდობის აღდგენისკენ მიმართული ხედვა. ყველაფერი გაკეთდა ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი და ისტერიკა ამას უკავშირდება. რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“, რუსეთის მოხმარება რაც არის, ამის 0,001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში, აბსოლუტურად არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. შემდეგ საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე- ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზა იყო მომარაგებული ამ საწვავით, ნებისმიერ ბაზას საწვავის თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, იმიტომ, რომ ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ბაზა არის სტატიკური ობიექტი. ყველანაირ აბსურდში შევიდნენ, იმიტომ რომ აქვთ ისტერიკა. როდესაც ხედავენ, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ისტერიკა. რუსეთისთვის არარელევანტურია საწვავის ის მოცულობა, რომელიც შევიდა ჩვენს რეგიონში, აფხაზეთში. იქაც არიან, სხვათა შორის, იქაური ბარამიძეები და გვარამიები, რომლებიც ისტერიულ კამპანიას აწარმოებენ ამის წინააღმდეგ. ჩემთვის ის აფხაზი, რომელიც ისტერიკით უპირისპირდება საწვავის შეტანას და გვარამია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც, საბოლოო ჯამში, ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას. ეს არის კომპანია, რომელიც რეგულარულად აწარმოებს ანალოგიურ საქმიანობას, მას აქვს ასეთი სავაჭრო კავშირები ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში, ეს არ არის ერთჯერადი აქტი. გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი“,- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა. ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით“ დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)