06:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 16:06:46, 965 ნახვა

მსოფლიო
პელოსი - კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე თავდასხმას

კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების საჭირო პერსპექტივებს,- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა.

პელოსის თქმით, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის კონგრესის ვალდებულებები, იმუშაოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის საკითხებზე სომხეთსა და რეგიონში. 

„ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყურადღებას ვამახვილებთ უსაფრთხოებაზე. შეხვედრა მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, ჩვენი დელეგაცია კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ასე საჭირო პერსპექტივებს. შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მკაფიოდ და დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კონფლიქტს არ შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე თვალყურის დევნას და მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველ და მდგრად გადაწყვეტას. მანამდე გამართულ შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში კონგრესში მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობას თურქეთსა და აზერბაიჯანს ვაკისრებდით“,- განაცხადა პელოსიმ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics