|
2015-10-06 18:16:44, 649 ნახვა
საზოგადოება
2016 წლის ბიუჯეტით პენსიის ზრდა არ იგეგმება
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა, პენსიის ზრდა არ იგეგმება. 2015 წელს პენსიის გასაცემად 1 მილიარდ 390 მილონი ლარი იყო გამოყოფილი, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, კი 1 მილიარდ 390 მილიონი ლარია გათვალისწინებული. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის ზრდა ამ ნაწილში, პენსიის მიმღები ბენეფიციართა ზრდამ გამოიწვია. კაკაურიძის ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 40 ათასით არის გაზრდილი. 2012 წლის ბოლოს 670 ათასი ბენეფიციარი იყო, წელს კი, მათი რაოდენობა 710 ათასამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, სექტემბერში ასაკობრივი პენსიის რაოდენობა 10 ლარით გაიზარდა და ის 160 ლარს შეადგენს.
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)