"მოსკოვი იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს საფრთხის შესამცირებლად" - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "იჯისის" ტიპის კომპლექსები რუმინეთში "ნატოს" ავიაბაზაზე დამონტაჟდა.
ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის ფანკლუბის 14 წევრი მოკლეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცახდებით, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთიში მცხოვრები არსენ მარდალეიშვილი დააკავეს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
სირიაში ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი მუსტაფა ამირ ბადრედინი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ერაყში მორიგი ტერაქტი მოხდა. ამჯერად, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანაში აიფეთქა, ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
თურქეთში დღეს საღამოს ორი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
სტამბოლის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო ბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატამ – სენატმა ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის ელჩები აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადებაში.
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
ერაყის დედაქალაქში სამმაგი ტერაქტი მოხდა, რასაც ამ დროის მონაცემებით 94 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 150-ს აჭარბებს.
ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოს” რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More