21:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კახა კალაძე: შესაბამისი ღონისძიებებიგანხორციელდება, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, შესაბამისი ღონისძიებებიგანხორციელდება.

კალაძე: ვიმუშავებთ, რომ თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს

თბილისის მერია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ჯეჯელავა: დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდა თურქულ სექტორზე მოსწავლეები, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დემირელის სკოლას ავტორიზაციაზე უარი აღმოჩენილი დარღვევების გამო ეთქვა. მისივე თქმით, ყველაზე მძიმე დარღვევა კი ის იყო, რომ „დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდა  თურქულ სექტორზე მოსწავლეები, რომლებიც  რეალურად საქართველოში არ იმყოფებიან“.

სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას ჩემი ეშინია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს.

 

ნიკოლოზ სირაძე: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ართანაში ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, სოფელ ართანასთან არსებული ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

კახეთის გუბერნატორი: ართანაში ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სოფელ ართანასთან ხანძრის ქრობის პროცესში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა მუშაობს.

 

კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მშენებლობა დაიწყება

საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში ,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგენაზე განაცხადა.

მარგველაშვილი: „Agile Spirit 2017“ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი განვითარებისათვის
გიორგი ჭიღვარია: თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან

„თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება“, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ, ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

 

პრემიერი: ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას - „ქართული ოცნება“ ამას გპირდებათ

„ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ქუთაისში, რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

 

კვირიკაშვილი: ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება თითოეული თქვენგანის გამარჯვება

„ყველა არჩევნებში თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინეთ“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.

 

კახა კალაძე: ჩვენი ოცნებაა, შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში

“ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე - აშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

 

ბუკიკიო: პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება და ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს

„პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს იმედგაცრუებას იწვევს“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“, ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

კახა კალაძე: თბილისის ყოველდღიური განვითარება იქნება ის მიზანი, რომელიც მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გააერთიანებს

თბილისის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო და ქმედით თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც მეტ სიცოცხლეს შეიტანს ჩვენს ქალაქში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics