17:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 01:49:40, 2110 ნახვა

კომენტარი
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ მომავალი წლისთვის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობისთვის მზად იქნება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის რიკოთის მონაკვეთის საბოლოო დიზაინი ზუსტდება.

ამასთან, რაც შეეხება ოსიაური-ჩუმათელეთის ორ მონაკვეთს, კვირიკაშვილის განცხადებით,  მშენებლობა უკვე დაწყებულია.

”მინდა შევეხო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის საკითხს. ჩვენ კარგი ტემპით მივდივართ წინ. იწყება უკვე მშენებლობა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის მერეც იწყება რიკოთის მონაკვეთი. კონკრეტულად ამ მონაკვეთის ღირებულება არის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდე და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს.

რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს იქნება 55 კილომეტრამდე 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი და აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისათვის და მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ. არ გვაქვს ჩამორჩენა აღებულ სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან. ამიტომ, მე მინდა მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითრების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, ეს ძალიან მისასალმებელია“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics