მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის განცხადებით, ბანკი 25 წლის განმავლობაში საქართველოს პარტნიორია.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარფის საბაჟოზე გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან რიგები არ არის.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.
„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდიასაქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ესარის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება", -ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერის შეფასებით, რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისიტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო უპირობო მხარდაჭერას იღებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა.
„რასაც სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, ზოგადად კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებებს სცდება”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ყველა პარტიას თავისი შემოსავალი დეკლარირებული ექნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაშინგტონში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი საერთოდ არ განხილულა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან გამართა.
„არ მოვდივარ ცარიელი ხელებით,მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა.
"თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ დიალოგი არის უბრალოდ საუბარი, უბრალოდ საუბარი კი არ ნიშნავს პოლიტიკურ პროცესს", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More