18:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:37:35, 2295 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიღებთ ძალიან სანიმუშო, დახვეწილ კონსტიტუციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ახალი კონსტიტუცია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, სანიმუშო იქნება. კობახიძის შეფასებით, დღეს მოქმედი კონსტიტუციის დოკუმენტი შინაარსობრივი და სტრუქტურული კუთხით, ძალიან გაუმართავია:

„თუ ნახავთ დღევანდელ კონსტიტუციას, ეს დოკუმენტი იქნება ნამდვილად სანიმუშო იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. მე ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს კონსტიტუციურ სამართალს და ნამდვილად მეუხერხულებოდა ამ ტექსტით მუშაობა სტუდენტებთან იმდენად გაუმართავი იყო ის შინაარსობრივი და სტრუქტურული თვალსაზრისით. თუ ჩახედავთ ახალ დოკუმენტს, აბსოლუტურად გამართული სტრუქტურა აქვს, შეუძლებელი იყო კონსტიტუციის მუხლების დასათაურებაც კი. დღეს ყველა მუხლი დასათაურებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემაშია მოქცეული თავიდან ბოლომდე კონსტიტუციის ახალი რედაქცია. იყო უამრავი ხარვეზი, დაწყებული სტილისტური ხარვეზებით,  დამთავრებული გრამატიკული, შინაარსობრივი ხარვეზი იყო უამრავი, რაც თავიდან ბოლომდე სწორდება.  ეს შინაარსთან შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ესეც თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გასწორდა კონსტიტუციის ტექსტში. ჩვენ ვიღებთ ძალიან სანიმუშო, დახვეწილ კონსტიტუციას, იურიდიული ტექნიკის კუთხით, ეს დოკუმენტი არის ძალიან დახვეწილი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics