24 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ - დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, პაატა შამუგია და ტორესა მოსი, საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.