2016-02-25 18:15:14, 613 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: 21 მუნიციპალიტეტის 60–ზე მეტ სოფელში გაზიფიცირება მოხდება
21 მუნიციპალიტეტის 60–ზე მეტ სოფელში გაზიფიცირება მოხდება, მათ შორის არის ცაიში, გელათი, ომალო, მოწამეთა, აბასთუმანი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
"მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ყველა ეს მიმართულება მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ამ სოფლების გაზიფიცირებას და ძალიან კარგია, რომ 8 ათასამდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან