სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორია გახსნა.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დაკავებას ეხმაურება.
მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსტავი 2'-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა და ტელეკომპანიის ჟურნალისტს მიმართა.
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, წუხელ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეიდან იუსტიციის სახლში, კიდევ ერთი უწყების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სერვისი დაინერგა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრისა გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს.
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან - ირაკლი ლექვინაძესთან და ნატო ქიტიაშვილთან ერთად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More