03:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 17:33:55, 1137 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლს კიდევ ერთი უწყების სერვისი - „ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება“ დაემატა

დღეიდან იუსტიციის სახლში, კიდევ ერთი უწყების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სერვისი დაინერგა.

სსიპ „იუსტიციის სახლსა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ეკომიგრანტების „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების " შესახებ განაცხადის მიღებას გულისხმობს, დღეს მოეწერა ხელი.

იუსტიციის სახლის ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს ან/და ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიური უბედურების გამო დაზიანდა, ექვემდებარება გადაადგილებას და სახიფათოა საცხოვრებლად.

იუსტიციის სახლში გაკეთებული განაცხადით, ბენეფიციარს შეუძლია მოითხოვოს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა, რომელსაც 25 000 ლარის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტრო.  მიღებული განაცხადი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაეგზავნება,  სადაც საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

 სერვისის იუსტიციის სახლში დანერგვის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შეეძლებათ. აქამდე ეს მომსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი.

„საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების" სერვისით სარგებლობის პროცედურული ნაწილი მოიცავს ადგილზე მოქალაქის ან/და ოჯახის მიერ განაცხადის ფორმის შევსებას, რომელსაც   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სსიპ „იუსტიციის სახლსა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics