„სახელმწიფოს ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვე ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, გაუგონარი უპასუხისმგებლობაა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს.