07:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:41:07, 1236 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯული ბიშოპს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრალიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ქვეყანა ასრულება სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას.

ავსტრალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილი ე. წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას  ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ რეგიონის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციების მნიშვნელობას.

მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics