23:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„თეგეტა მოტორსის“ მოწვევით Bosch-ის და Motul-ის წარმომადგენლებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი გამართეს

კომპანია „თეგეტა მოტორსის“  სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.

ხონის რაიონში გოგიტა ავალიანმა „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა
„მარტო შენთვის“ – „ელიტ ელექტრონიქსის“ ინოვაციური კამპანია

„ელიტ ელექტრონიქსი“ სმარტფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე საიმიჯო კამპანიას  „მარტო შენთვის“ იწყებს. 

ქვეითი ინსპექტორები დღეიდან ნარჩენის დაყრის შემთხვევაში მოქალაქეებს დააჯარიმებენ

დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის  ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები უპრეცედენტო აქციას ჩაატარებენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უპრეცედენტო აქციები გრძელდება. 22 აპრილს ცენტრის ექიმები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

ქვეითი ინსპექტორები ხვალიდან ნარჩენის დაყრის შემთხვევაში მოქალაქეებს დააჯარიმებენ

ხვალიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის  ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.

გიორგი მარგველაშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება, სადაც, 19-21 აპრილს ნიდერლანდების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრებია დაგეგმილი.    

თბილისის მეტროს მგზავრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ

თბილისის მეტროს მგზავრებს დღეს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ ვაგონებში.

სოზარ სუბარი სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული აქციებით ამ დრომდე 35 000-მდე ადამიანმა ისარგებლა

აქციის დასრულებამდე რჩება ათი დღე, 29 აპრილამდე შეუძლიათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

ჯანელიძე - ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია.

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა - გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

„მოყვარულთა თასი 2017“-ის მუნიციპალური ეტაპი ხვალ ოზურგეთში აიღებს სტარტს

19 აპრილს, 15:00 საათზე, „მოყვარულთა თასი 2017“- ის მუნიციპალური ეტაპი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე აიღებს სტარტს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics