00:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 13:03:47, 1345 ნახვა

საზოგადოება
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული აქციებით ამ დრომდე 35 000-მდე ადამიანმა ისარგებლა

აქციის დასრულებამდე რჩება ათი დღე, 29 აპრილამდე შეუძლიათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე აქციის ფარგლებში 35 ათასამდე მოქალაქემ პირადობის ელექტრონული მოწობის უფასო მომსახურებით ისარგებლა. 

"ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა ბიომეტრიულ პასპორტებზე და ეს მიუთითებს იმაზე და სასიხარულოა, რომ ხელს უწყობს საარჩევნო სიის სრულყოფას და საარჩევნო სიის ბიომეტრიული მონაცემებით უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ მობრძანდნენ, ისარგებლონ ამ აქციით და აიღონ უფასოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა და ასევე გააკეთონ განაცხადი ახალ ბიომეტრიულ პასპორტზე. მიმდინარე აქცია სრულდება 29 აპრილს, ასევე  პარალელურად მიმდინარეობს მეორე აქცია, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის ოქტომბრამდე და მასში ასე ვთქვათ უფრო ფართო სპექტრის მოქალაქეები არიან მოცული",-განაცხადა აზაურაშვილმა. 

 აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება. 

რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“  სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

 აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს: 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორია: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი),  რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი), მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

  აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. 

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics