მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება.
13 მაისს, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“ გაიმართება.
ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა.
ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, დელიში გაზის გაჟონვის გამო, მინიმუმ 200 მოსწავლე გოგონა ჰოსპიტალიზებულია. BBC-ს ცნობით, გაზმა საკონტეინერო საწყობიდან გაჟონა.
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს, შინიჩი კიტაოკას (Shinichi Kitaoka) შეხვდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია.
მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული დუშეთის წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან მოულოცა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძემ მას ციხიდან მისწერა, რომ პროკურატურა გარკვეული პირობით გათავისუფლებას ჰპირდებოდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.
დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More