2017-05-06 11:12:49, 1726 ნახვა
საზოგადოება
დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა
დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებულ გუნდს თასი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.
ფინალურ მატჩში „აფხაზეთის“ ფეხბურთელებმა „ნორჩი დინამოელის“ გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
გურამ გაბისკირიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან