სახელმწიფო აუდიტი: 2016 წელს გამოვლენილი დარღვევების მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა
2016 წელს ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, სამართალდამცველ ორგანოებს კი 27 აუდიტის ანგარიში გადაეგზავნა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.