ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.