10:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 23:14:48, 2455 ნახვა

საზოგადოება
პეკინის ქუჩა სრულად გადაიკეტა

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დღეს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად  ჩაიკეტება პეკინის ქუჩა - ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. გასათვალისწინებელია, რომ ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.

5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.

"პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ქუჩაზე მსგავსი მასშტაბური  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics