„თუ მოხდებოდა სტრასბურგის დარწმუნება, რომ ეს არ არის მხოლოდ ქონებრივი დავა, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მიგვეღო ამ ტიპის ზომა“
თუ მოხდებოდა სტრასბურგის სასამართლოს დარწმუნება, რომ ეს არის განსაკუთრებით პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დავა და არ არის მხოლოდ ქონებრივი დავა, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სასამართლოსგან მიგვეღო ამ ტიპის ზომა, - ასე აფასებს ევროსასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.