|
2017-03-24 14:36:50, 2320 ნახვა
სამართალი
ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. ადვოკატი დევნოზაშვილის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მიმალვას არ აპირებდა. რაც შეეხება საქმეს, ბრალდებულის თქმით, მას ფოტოგრაფებზე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია, რაშიც მას ბრალდების მხარე ადანაშაულებს. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის საფუძველი არ არსებობს და არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. მოსამართლის თქმით, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლასთან დაკავშირებით საფრთხე არსებობს. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გაუთვალისწინებელი დარჩა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა რომლითაც ადვოკატი კახა წერეთელი ითხოვდა ამ საქმესთან ერთად გაერთიანებულიყო ბათუმის საქმეც, რომელზეც გაზეთ "ბათუმელების" საქმეზე დევნოზაშვილს ასევე უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება. შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს, რადგან წარდგენილი მტკიცებულებები შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით დევნოზაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებულია გლდანის მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე. ორივე მათგანი უფლებამოსილების გადამეტებაში პირადი ღირსების შელახვის მუხლითაა ბრალდებული. რაც შეეხება ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს, ამ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)