საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უახლოეს დღეებში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გახსნის, რომლის მეშვეობითაც პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა დაინერგება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. თბილისში დააკავეს.
შიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More