12:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 12:40:23, 680 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მამია ახვლედიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასამართლომ პროკურატურის ბრალდებები გაიზიარა და ბრალდებულს 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 13 საათზე,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩა N23-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, მამია ახვლედიანმა განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ლექსო ზარქუას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, მიყენებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მამია ახვლედიანი ბრალდებულის სახით  24 თებერვალს დააკავეს.

მოსამართლემ მამია ახვლედიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",  - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics