„თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დოლიძის ქუჩაზე სევდია უგრეხელიძესა და აგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2012 წლის შემდგომ, პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს მთავარი პროკურორი მზადაა, პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოჯახის წევრზე მომხდარ ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.
„თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან მზადყოფნა იქნება“,-ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი თავს იკავებს იმ მოსამართლეების დასახელებისგან, რომლებზეც მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდება.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ 2 წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ მათი თემქის ოფისზე მთელი დღის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ე.წ. კანონიერი ქურდის„წრუწას“ საქართველოში გადმოგზავნის კადრებს ავრცელებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More