|
2016-08-23 17:41:17, 1307 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა, ბექა ბექაურის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს
სახალხო დამცველი ტერორისტული აქტის მომზადებისთვის დაკავებული ბექა ბექაურის საქმეზე პროკურატურას მიმართავს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სუს-ის მიერ დაკავებული შვიდი მოქალაქიდან ერთ-ერთის ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი. "საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შესძლეს ბრალდებულთა მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. სამწუხაროდ გუშინ, ახლადნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ჩემს წარმომადგენლებთან საუბარი ვერ მოახერხა", - აღნიშნა ნანუაშვილმა. მისივე განცხადებით, ბექა ბექაური სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს და თბილისის N1 იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია მოიპოვეს. "ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 2016 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე, და მიუხედავად თავის ქალას ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11:00 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო. მრავლობითი დაზიანებების გამო, ბრალდებული ორჯერ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა", - განაცხადა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, ბექა ბექაურს 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. "მოვითხოვ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები, ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით", - აღნიშნა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)