მიხეილ ჯანელიძე: საქართველო შესაძლოა ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა იყოს
„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომელიც თბილისს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვია.