23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 17:37:01, 2039 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: აქციზის გადასახადის ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე, ეროვნული ბანკის მოსაზრება წარმოადგინა.

 კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შეფასებით, გარკვეულ საქონელზე აქციზის გადასახადის ზრდის  პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება:

„მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. თუ აქციზური საქონლის გაძვირება ინფლაციის მოლოდინებს გაზრდის, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს“,-აღნიშნა გვენეტაძემ.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. აქედან 8.8 მილიარდი ლარი საგადასახდო შემოსავლებზე მოდის.

მომატებულია საგადასახადო შემოსავლები, ხოლო მცირდება მოგების გადასახადიდან შემოსულობები.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics