სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება.