|
2017-02-07 14:03:53, 2899 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა
აჭარის საზღვაო კურორტები და ეკოტურისტული შესაძლებლობები ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Balttour 2017“ წარადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე წარნოდგენილი აჭარის კუთხე ტუროპერატორებისა და ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა. "Balttour 2017" ბალტიის ქვეყნებში უმხვილესი ტურისტული გამოფენაა, სადაც მიმდინარე წელს 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს 41 ქვეყნიდან მონაწილეობდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ტურისტული და პიარ კომპანიების წარმომადგენლებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ლატვიაში გეგმავს. დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ აქტივობებს აჭარის, როგორც მიმზიდველი ტურისტული ადგილის წარმოსაჩენად ლატვიაში გაზაფხულზე დაიწყებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)