საქართველოს დელეგაცია 23-25 ივნისს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
23-25 ივნისს ქალაქ ვენაში უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია (ASRC) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - დავით დონდუას ხელმძღვანელობით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.