„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ დავუშვათ და საქართველოს ხელისუფლება ამას, ჯერჯერობით, წარმატებით ახორციელებ“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.