|
2015-07-17 19:47:06, 327 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა ნდობის ჯგუფის ფორმატში დეპუტატებს საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულების დეტალები გააცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში, დეპუტატებს საფრანგეთთან საჰარეო თავდაცვის სისტემის თავდაცვისუნარიანობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალები გააცნო. „ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი. ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ. ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჰაერო სისტემის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს უჩენს. საკანონმდებლო ორგანოში თინათინ ხიდაშელთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე იმყოფებოდნენ. საჰაერო სისტემის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე საფრანგეთთან პირველი ხელშეკრულება 15 ივნისს, მეორე კი 10 ივლისს გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)