8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის - 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხვალ 08:00 საათიდან გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული საარჩენო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად არჩევნების მეორე ტურს არაუგვიანეს 25-ე დღისა დანიშნავს.
ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქართველი ექსპერტები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ. „ექსპრსნიუსთან“ საუბარში ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ 2012 წელთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More